უკანონო მოსმენები

პარლამენტი ფარულ მოსმენებზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტი დღეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. დეპუტატები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

იმ მუხლზე კი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ ვის ექნება ფარული მოსმენის უფლება - შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ მობილურ კომპანიებს, სამთავრობო კომისია უცხოელ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს.

კანონპროექტის განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ისინი თვლიან, რომ ფარული მიყურადების უფლება სასამართლოს ნებართვით მხოლოდ მობილურ ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ.

კომენტარები