პოლონეთი-საქართველო

დავით უსუფაშვილი პოლონეთის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

"დღეისთვის მაღალ დონეზეა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სტრატეგიული თანამშრომლობა. ეს ჩვენ, ქართველებს ძალიან გვახარებს. ამ საკითხში პარლამენტებს შორის ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მე მოხარული ვარ, რომ პოლონეთის სენატს ხელმძღვანელობს ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, როგორიც არის ბოგდან ბორუსევიჩი, რომლის ყურადღების არეალში საქართველო ყოველთვის არის“, - თქვა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი.

"განსაკუთრებით კი, ვისაუბრეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდგომ გასაწევი სამუშაოების თაობაზე. შევთანხმდით, რომ დარგობრივი კომიტეტების დონეზე იქნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა, რათა საქართველოს პარლამენტმა სწრაფად და ხარისხიანად მოახერხოს იმ სტანდარტების დანერგვა ქართულ კანონმდებლობაში, რასაც ევროკავშირთან ასოცირება გვავალდებულებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები