გაერთიანებული სამეფო

პრეზიდენტმა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად რევაზ გაჩეჩილაძე დანიშნა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა 7 ივლისის განკარგულებით, დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რევაზ გაჩეჩილაძე წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე; იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოსა და სომხეთის რესპუბლიკაში.

რევაზ გაჩეჩილაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე, იყო მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია, ასევე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელი წევრი.

კომენტარები