კრიზისი უკრაინაში

დონეცკის ოლქში ახალი ტერაქტი მოხდა

უკრაინაში დონეცკის ოლქში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. ხიდზე დადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც მასზე სატვირთო მატარებელი მოძრაობდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები სეპარატისტებზე შეტევას განაგრძობენ. გუშინ მათ კონტროლის ქვეშ კიდევ ორი ქალაქი - კონსტანტინოვკა და დრუჟკოვკა გადავიდა. უკრაინის ხელისუფლებამ გათავისუფლებულ ქალაქ სლავიანსკში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. მოსახლეობას საკვებ პროდუქტებს და პირველადი საჭიროების საგნებს ურიგებენ. პროდუქტების დანაწილებაში მოხალისეებს სამხედროები ეხმარებიან.

კომენტარები