ნიკოლა სარკოზის საქმე

სარკოზი: საფრანგეთის სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

The former President of France Nicolas Sarkozy

საფრანგეთის სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომელის წინააღმდეგაც საქმეზეც გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

სარკოზიმ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის შოკშია მომხდარით და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი თქმით მას ქვეყნისა და კანონის საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია და ეს ყველაფერი მის დასამცირებლად და იმიჯის შესალახად კეთდება.

”მე მინდ ვუთხრა ყველას ვინც მისმენს და მიყურებს, რომ არასოდეს მიღალატია საფრანგეთისთვის და არასოდეს ჩამიდენია არაფერი კანონსაწინააღმდეგო” - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
პირველ ივლისს სარკოზი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე ჩვენების მისაცემად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. 15-საათიანი დაკითხვის შემდეგ სარკოზის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ამჟამად გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, შეჰპირდა თუ არა სარკოზი პრესტიჟულ პოსტს მონაკოში მოსამართლეს, ინფორმაციის სანაცვლოდ.

სასამართლო პროცესზე მსგავი გავლენის მცდელობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად კვალიფიცირდება და მაქსიმალური სასჯელის სახით 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც პოსტი 2007-2012 ეკავა, რამდენიმე კორუფციულ სკანდალშია გახვეული. მათ შორის, ცოტა ხნის წინ სარკოზის სახელს დაუკავშირდა სკანდალი 2012 წელს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გარშემო. გასულ თვეს გადადგა მისი პარტიის (UMP ) ლიდერი - მას შემდეგ, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ სარკოზის მხარდასაჭერად დახარჯული 10 მილიონი ევრო პარტიის ხარჯებად თაღლითურად გასაღდა.სარკოზი ამ ყველაფერთან კავშირს უარყოფს. გარდა ამისა, გამოძიება არკვევს, დაეხმარა თუ არა ჯერ კიდევ პრეზიდენტობისას სარკოზი ბიზნესმენ ბერნარდ ტაპის სახელმწიფოსგან 400 მილიონი ევროს მიღებაში, 2007 წელს პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

დასავლურ მედიაში ვარაუდობენ, რომ მორიგი სკანდალი ნიკოლა სარკოზის გარშემო საბოლოოდ ჩაშლის მის გეგმებს, კენჭი იყაროს 2017 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი პოლიციაში დაკითხვის მიზნით დააკავეს. სარკოზის ჩვენებაზე დაბარებას წინ უძღოდა მისი ადვოკატის და ორი მოსამართლის დაკითხვა.

კომენტარები