ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაია: უნდა დავამარცხოთ მეხუთე კოლონა და საქართველოს მოვუტანოთ თავისუფლება

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მისთვის დღეს წარდგენილ ბრალდებას ეხმაურება და ციხიდან მიმართვას ავრცელებს. 

"მინდა მივმართო არა რუსულ მეხუთე კოლონას და არა კრიმინალებს, არამედ ჯანსაღ ქართველ პატრიოტებს! მეგობრებო, ამ საქმეზე საუბარი არც ღირს, ეს ისეთივე ტყუილია, როგორებიც აქამდე ნანახი ყველა სხვა დანარჩენი. მთავარი კი ის არ არის, რომ დღეს საქართველოს ებრძვის რუსეთი ივანიშვილის ხელით, ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ყველას გთხოვთ, დააკვირდეთ მოვლენებს და ეს ცხადზე ცხადი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთი ახორციელებს ივანიშვილის ხელით სასამართლოზე უპრეცენდენტო ზეწოლას, ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ, საქართველოს ბედი მაინც ჩვენს ხელთ არის, უნდა დავამარცხოთ მეხუთე კოლონა და საქართველოს მოვუტანოთ საბოლოო თავისუფლება", - ნათქვამია ბაჩო ახალიას მიმართვაში. 

მთავარმა პროკურატურამ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას დღეს ახალი ბრალი წარუდგინა. ბრალდება წამებას, სექსუალური ძალადობის ორგანიზებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.

კომენტარები