ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

შს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს. მისი მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ”ჯაშუშებზე წამების მუხლით”.

რამდენიმე წუთში პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება, რომელიც, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს ეხებოდეს.

ამასთან, გუშინ, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ანი ნადარეიშვილის განცხადებას, რომ მთავარ პროკურატურაში თათბირი გაიმართა და ირაკლი ღარიბაშვილმა ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენება მოითხოვა, აბსურდული უწოდა.

ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ვადა 26 ივლისს ეწურება, რაც შოთაძის თქმით, საკმარისი ვადაა იმისათვის, რომ საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდეს.

კომენტარები