კრიზისი უკრაინაში

ზალკალიანი: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკრაინის არჩევანს ხელი შეუშალოს

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, "თუ უკრაინა აირჩევს, რომ NATO არის მისი უსაფრთხოების ჩარჩო, სადაც უკრაინა უნდა იყოს გაერთიანებული, ეს მისი სუვერენული არჩევანია"ზალკალიანმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება შეაფასა. ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ყირიმში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შევიდა და ყირიმის მიწაზე NATO-ს ჯარების შესვლას ვერ დაუშვებდა. 

"ჩვენთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, კატეგორიულად მიუღებელი და დასაგმობია ყირიმის ანექსია. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების გარანტიები და ის ჩარჩოები, რომელშიც უნდა ითანამშრომლოს. თუ უკრაინა აირჩევს, რომ NATO არის მისი უსაფრთხოების ჩარჩო, სადაც უკრაინა უნდა იყოს გაერთიანებული, ეს მისი სუვერენული არჩევანია. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, ამ არჩევანს ხელი შეუშალოს", - აღნიშნა ზალკალიანმა. 

კომენტარები