მისტრალი

საფრანგეთში საბრძოლო ხომალდების მომავალი რუსული ეკიპაჟები ჩავიდნენ

French navy command ship Mistral sails off the coast of Larnaca
Pool New / REUTERS

საფრანგეთის ქალაქ სენ ნაზერის პორტში რუსული სამხედრო-სასწავლო ხომალდი სმოლნი შევიდა, რომელმაც მისტრალის ტიპის ორი სამხედრო გემის მომავალი ეკიპაჟები ჩაიყვანა. სენტ ნეზერის გემსაშენზე რუსეთის შეკვეთით ორი სამხედრო ხომალდი მზადდება, 400 რუსი მეზღვაური კი საფრანგეთში წვრთნებს რამდენიმე თვის განმავლობაში გაივლის.

ორი ვერტმფრენმზიდის შესყიდვაზე კონტრაქტი რუსეთმა საფრანგეთთან 2011 წელს გააფორმა. გარიგების ღირებულება მილიარდ 600 მილიონ ევროს შეადგენს, პირველი ხომალდი სახელით ვლადივოსტოკი რუსეთს უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გადაეცეს.  ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისთვის მისტრალის გადაცემის წინააღმდეგ გამოდის. საფრანგეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ  თუ რუსეთს წინააღმდეგ სამხედრო პროდუქციის მიწოდებაზე სანქციები არ დაწესდა, კონტრაქტის შესრულებაზე უარს არ იტყვის.

კომენტარები