გიგი უგულავას საქმე

გაბაშვილი: რა მორატორიუმზე ვლაპარაკობთ, რა უნდა დაარღვიონ, რაც არ არსებობს?

news.ge

ეს ბრალი მთლიანად არის მთავრობის შეთხზული პიარ სიბრიყვე - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წაყენებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გიგი უგულავას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავება. საქმე სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

” ერთადერთი მიზანი აქვს ამას, არჩევნების წინ კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ოპოზიციას ამ მეთოდებით ებრძოლონ - ფინანსური პოლიციით, პროკურატურით. პიარ გათვლაა, რომ სიტი პარკი, დამჯარიმებელი და პარკინგის მომწესრიგებელი არავის უყვარს და ცდილობენ გიგი უგულავას სახელი მიაბან” - ამბობს გოკა გაბაშვილი.

რაც შეეხება მორატორიუმს, გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ციხეშია, ” საარჩევნო შტაბის უფროსს ოთხ საქმეს კიდებენ და ორ დღეში ერთხელ სასამართლოში დაატარებენ,  კანდიდატიები ჰყავთ დაპატიმრებული და ყველა აქტივისტი, საარჩევნო შტაბის უფროსი და რაიონული ორგანიზაციის  უფროსი პროკურატურაში ჰყავთ ნატარები. რა მორატორიუმზე ვლაპარაკობთ, რა უნდა დაარღვიონ რაც არ არსებობს?!”

კომენტარები