ტაბულას თანამშრომლის დაკავება

პოლიციამ "ტაბულას" თანამშრომელი დააკავა

დღეს, გვიან ღამით, საპატრულო პოლიციამ, მიზეზის განცხადების გარეშე, ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. პოლიციამ ისინი დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. ამ დრომდე ტაბულას თანაშრომელთან არ უშვებენ ტაბულას იურისტს და დაკავებული ვერ სარგებლობს დაცვის უფლებით. პოლიცია არ აკეთებს ახსნა-განმარტებას. ამ დროისთვის ტაბულას თანამშრომელი გადაყვანილია ნარკოლოგიური შემოწმების გასავლელად, ხოლო დანარჩენი ორი პიროვნება, რომელთაც ცემის ნიშნები აღენიშნებოდათ, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 

ადგილზე მყოფმა ტაბულას ჟურნალისტმა გამოიძახა გენერალური ინსპექცია, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ პოლიციის თანამშრომლები არიან არაფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა მიუხედავად რამდენიმე შეტყობინებისა, უკანასკნელი საათ-ნახევრის განმავლობაში გენერალური ინსპექცია ადგილზე არ ჩანს.

პოლიციის თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია იარაღის ქონის და წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე. თუმცა იარაღი დაკავებულებს არ აღმოაჩნდათ. 

ტაბულას გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და მიმდინარე მოვლენებს იღებს.

კომენტარები