ასოცირების შეთანხმება

ალასანია: საეტაპო გადაწყვეტილებას აწერს ხელს საქართველო ევროკავშირთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ისტორიული მოვლენაა. მისი თქმით, ხელმოწერით საქართველოს კურსი ევროპული ოჯახისკენ შეუქცევადი ხდება. თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სექტემბერში, NATO-ს სამიტის შემდეგ დაიწყება. 

"მართლაც ისტორიულ, საეტაპო გადაწყვეტილებას აწერს ხელს საქართველო ევროკავშირთან. რაც მნიშვნელოვანია, აწერს ხელს იმ ვითარებაში, როცა საქართველო სტაბილურად, თანმიმდევრულად აგრძელებს თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს, აღებულს ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ. იცით, რომ სექტემბერში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დადგება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც NATO-ს სამიტი ჩატარდება და ახალი ეტაპი დაიწყება საქართველოსა და NATO-ს შორის", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ბრიუსელში ხვალ გაფორმდება. 

კომენტარები