ასოცირების შეთანხმება

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას შტეფან ფულე დაესწრება

შტეფან ფულე
wikipedia.org

18 ივლისს, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სხდომას მაღალი რანგის სტუმრებიც დაესწრებიან.

"სხდომას ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება, რომელიც ამ მოვლენასთან ყველაზე ახლოს იყო და მისი დახმარებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი. ველოდებით სტუმრებს ლატვიიდან და ბულგარეთიდანაც. როგორც ცნობილია, დაესწრებიან ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. პარასკევს სხდომას ასევე დაესწრება საქართველოს პრემიერმინისტრიც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები