ასოცირების შეთანხმება

ლავროვი: ასოცირების ხელშეკრულების საპასუხოდ რუსეთი ზომებს მიიღებს

"თუ რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებები ევროკავშირთან მის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ის საკუთარი თავის დასაცავად ზომებს მიიღებს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის კონსულტაციებისთვის სამივე ქვეყანასთან ევროკავშირთან მათი ასოცირების შედეგების თაობაზე.

"ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის ნებისმიერ ფორმატში. მაგრამ, როგორც კი ძალაში შევა ხელშეკრულებები, რომლებსაც დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ჩვენი პარტნიორები ევროკავშირთან აფორმებენ, და ჩვენ გავიგებთ, რომ ეს ნეგატიურად აისახება თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციებზე, იმ პირობებზე, რომლითაც ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გავწევრიანდით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ დამცავ ზომებს ვმო-ს წესების სრული დაცვით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინა და მოლდოვა დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების წევრები არიან, საქართველო კი, რომელიც თანამეგობრობის წევრი არ არის, რიგ სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებებში მონაწილეობს.

კომენტარები