კრიზისი უკრაინაში

რასმუსენი: რუსეთმა წესები დაარღვია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ორგანიზაციის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთს უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა . მისივე თქმით, NATO 20 წლის განმავლობაში ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის აწყობას, მაგრამ რუსეთმა წესები დაარღვია.

”უკრაინას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რომ ხელმეორედ ააშენოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი. აქვს ასევე მკაფიო სტრატეგია, დაძლიოს კრიზისი. პრეზიდენტ პოროშენკოს მშვიდობის გეგმა არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. რუსეთს მოვუწოდებთ, გააკეთოს ოთხი რამ: პირველი, მიიღოს ჭეშმარიტი და ეფექტური ზომები უკრაინაში დესტაბილიზაციის შესაჩერებლად; მეორე - შექმნას პირობები, რომ მშვიდობის გეგმა განხორციელდეს; მესამე - შეწყვიტოს შეიარაღებული სეპარატისტული ჯგუფების მხარდაჭერა; და მეოთხე - შეაჩეროს ნაკადი იარაღისა და მებრძოლების მის საზღვრებთან.

20 წლის განმავლობაში ვცდილობდით რუსეთთან ურთიერთობის აწყობას, მაგრამ რუსეთმა წესები დაარღვია.

რუსეთი NATO-ს საჯაროდ წარმოადგენს, როგორც საფრთხეს. როდესაც ფაქტობრივად, თავად რუსეთი ახორციელებს უკანონო ქმედბებს უკრაინაში, რომელიც საერთაშორისო საზღვრებს საფრთხეს უქმნის”, - თქვა რასმუსენმა.

კომენტარები