ასოცირების შეთანხმება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს ბაროზო და რომპეი მოაწერენ

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი მოაწერენ. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თქვა. 

საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს. ცერემონია 27 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები