კრიზისი უკრაინაში

პუტინი ფედერაციის საბჭოს უკრაინაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა ფედერაციის საბჭოს წერილით მიმართა, რომელშიც საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას მოუწოდა, გააუქმოს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენების თაობაზე.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი უკრაინაში მდგომარების ნორმალიზაცია და სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის ხელის შეწყობაა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭომ, პუტინის მიმართვის საფუძველზე, 1 მარტს ერთხმად დართო ნება პრეზიდენტს, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები შეიყვანოს. 

კომენტარები