ასოცირების შეთანხმება

კალაძე: ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არის ქართველი ხალხის ნება

ვიცეპრემიერის კახა კალაძის შეფასებით, ევროკავშირის განცხადება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს, საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

"თუმცა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანია 27 რიცხვი, როდესაც მოხდება ხელმოწერა. ჩვენ მივესალმებით ამ ყველაფერს, ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენ - მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განსახორციელებელი რეფორმები ეტაპობრივად დავნერგოთ და საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა", - განაცხადა კალაძემ.

ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.

კომენტარები