საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გეგმური დასუფთავების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, რიკოთის გვირაბში, 24, 25, 26 და 27 ივნისს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით 24 საათის განმავლობაში.





