ავღანეთი

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

AP

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. BBC-ს ცნობით, წინასწარი შედეგები 2 ივლისს გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო შედეგები - 22 ივლისს. 

მეორე ტურში ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა და მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი აშრაფ განი მონაწილეობენ. 

პირველ ტურში, რომელიც აპრილში გაიმართა, აბდულა აბდულამ ხმათა 45% მიიღო, ხოლო აშრაფ განიმ - 31,6%.

ტერორისტული დაჯგუფება თალიბანი არჩევნების ჩაშლით კვლავ იმუქრება. 

კომენტარები