სასამართლო

ალასანია: გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა

ქვეყნის დემოკრატიის განვითარების მაგალითად, ირაკლი ალასანიამ ტაბულას ეთერში აღნიშნა, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა.

რეალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2013 წელს გასულ წელთან შედარებით, 58.9%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ გამამართლებელი განაჩენის კლების პარალელურად, 2013 წელს გაიზარდა სასამართლის მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წელს წინა წელთან შედარებით, 51.3%-თ მეტი საქმე განიხილეს. კერძოდ, 2013 წელს სასამართლოებმა განიხილეს 13 794 საქმე (15 901 პირი), ხოლო 2012 წელს - 9 120 საქმე (11211 პირი). განხილული საქმეებიდან 2013 წელს სასამართლოებმა განაჩენი გამოიტანეს 13 314 საქმეზე, რაც წინა წლის მონაცემზე 48.1%-ით (4 197 საქმე) მეტია.

კომენტარები