ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

სამხეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმი საპარლამენტო არჩევნებს ატარებს

Osinform.ru

ოკუპირებული სამხეთ ოსეთის რეგიონში,  მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. არჩევნებში მონაწილეობას ცხრა პარტია იღებს, რომელიც 34 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. დაახლოებით 55,000 ათასი ადამიანიდან, რომლებიც ცხინვალის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხმის უფლება 32,000 ადამიანს აქვს. 

ე.წ. პარტიებმა უნდა გადალახონ 7%-იანი საარჩევნო ზღვარი იმისთვის, რომ პარლამენტში ადგილები მოიპოვონ. მარიონეტული რეჟიმის წინა მთავრობა ამ წლის იანვარში იქნა დაშლილი, იმის გამო რომ მათ ვერ მოახერხეს ეკონომიკის  და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ე.წ. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პარტიების ნაწილი ჩრდილოეთ და  დე ფაქტო "სამხეთ ოსეთის" გაერთიანების და რუსეთთან შეერთების იდეით გამოდიოდა.  ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა, "lenta.ru"-სთან ინტერვიუში, მისი თქმით პოლიტიკური ძალების ნაწილს სურს რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან შეერთების მოთხოვნით,  და მისი თქმით ამისთვის საჭიროა სწორი მომენტის შერჩევა. 

"ჩვენი დავალებაა - ავირჩიოთ სწორი მომენტი, როდესაც აქტუალური იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხი", - განაცხადა თიბილოვმა. 

 

კომენტარები