TBILISI OPEN AIR 2014

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე TBILISI OPEN AIR 2014 მიმდინარეობს

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2014 მიმდინარეობს. ფესტივალი მსმენელს სამდღიან, ნონ-სტოპ მუსიკას სთავაზობს. ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები.

გარდა მუსიკისა, ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს რამდენიმე გასართობ კუთხეს. მათ შორისაა, ბუქსითი, ასევე გაიმუსიკე ცხოვრება - სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იმღეროს ან დაუკრას.

TBILISI OPEN AIR 2014 8 ივნისს დაიხურება. ფესტივალი უკვე მეექვსედ ტარდება.

კომენტარები