TBILISI OPEN AIR 2014

6, 7 და 8 ივნისს TBILISI OPEN AIR 2014 გაიმართება

6, 7 და 8 ივნისს TBILISI OPEN AIR 2014 გაიმართება.

ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს წელს ლისის ტბა (ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია) უმასპინძლებს.

6 ივნისს ფესტივალზე მუსიკოსები The Black Marrows, Lasha Kicks, არა, Gravity, ნინო ქათამაძე & Insight გამოვლენ, აგრეთვე, ევგენი მიქელაძის სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. საღამოს კი ნიკა მაჩაიძე (Nikakoi) დახურავს.

 7 ივნისს მაყურებლის წინაშე The Pulse, The Jetbird, Scratch the Floor, Loudspeakers წარდგებიან. მათ შემდეგ კი სცენას ფესტივალის მთავარი მონაწილეები რიგრიგობით დაკავებენ. ჯერ ალინა ორლოვა შეეცდება მსმენელის გახურებას, შემდეგ - Chinawoman თავისი სიმღერებით, ბოლოს კი Lapalux ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გააბედნიერებს.  

ფესტივალის ბოლო დღეს სცენაზე Weekend Pop, Electric Appeal, The Bearfox, Kung Fu Junkie, Green Room, Ночные Снайперы და Oimactta გამოვლენ.

TBILISI OPEN AIR 2014 72 საათიანი, ნონ-სტოპ მუსიკალური ფესტივალი იქნება, რომელიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს. მუსიკის და თავისუფალი გარემოს გარდა, Tbilisi Open Air 2014 მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახალისო გასართობებს. ფესტივალის ტერიტორიაზე გადმოინაცვლებს ბარი რიფერი, თავისი სამზარეულოთი. რიფერის სცენა თავისუფალი იქნება ყველასთვის და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება სიმღერა.

ერთი დღის ბილეთის ფასი 15 ლარია. სამდღიანი აბონემენტი კი 30 ლარი ღირს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TBILISI OPEN AIR 2014-ის ვენში (მოძრავი მანქანა), ბარ რიფერსა და წიგნების მაღაზია „ბუქ სითიში“.

შეგახსენებთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air, Alter Vision Group-ი 2009 წლიდან ახორციელებს. ფესტივალის მხარდამჭერი კვლავ თბილისის მერიის ადმინისტრაციაა.

 

კომენტარები