ფინეთი

ფინეთმა შესაძლოა NATO-ს წევრობის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს

 

ფინეთის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ სურს თუ არა, რომ ფინეთი გაწევრიანდეს NATO-ში. პრეზიდენტ საული ნიინისტიოს თქმით, სახალხო რეფერნდუმის ჩატარება საჭიროა მანამ სანამ ფინური პარლამენტი, საკანონმდებლო ცვლილებების რატიფიცირებას მოახდენს, ნეიტრალური ქვეყნის კონსტიტუციაში. 

"მთავარია, რომ ფინეთის უსაფრთხოების სრულყოფილი განხილვა მოხდება, მანამ სანამ ფინეთი მიიღებს NATO-ში შესვლის გადაწყვეტილებას. საკითხი უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კონსესუს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

ნიინისტიოს თქმით პრეზიდენტი აპირებს მრგვალი მაგიდის დისკუსიების ჩატარებას, NATO-ს წევრობის შესაძლო შედეგების განსახილველად. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებებ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსები. შეხვედრა ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება და მასზე განიხილება არა მხოლოდ NATO-ს წევრობის დადებით და უარყოფით მხარეები არამედ,  ის საფრთხეები რასაც მილიტარიზებული რუსეთი შესაძლოა უქმნიდეს ჩრდილოეთ ევროპას. 

შვედეთის და ფინეთის აპრილის ინიციატივა ორმხრივი თავდაცვის შესახებ, ქმნის პოლიტიკურ ელფერს, რომ ეს ორი ქვეყანა შესაძლოა NATO-ს შეუერთდეს 2016 წლის შემდეგ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრემიერი იურკი კატაინენი და თავდაცვის მინისტრი კარლ ჰაგლუნდი მხარს უჭერენ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებს, ალბათობა იმისა რომ ეს 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდება არც თუ ისე დიდია. კატაინენის ეროვნული კოალიცია და ჰაგლუნდის "შვედეთის სახალხო პარტია" (ფინეთის შვედური უმცირესობის პარტია), NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ ემხრობიან, მიუხედავად ამისა, კოალიციის წევრი სოციალ დემოკრატები და მწანე ლიგა უარს ამბობენ ამ ნაბიჯის გადადგმაზე.  

ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალურობაზე გარკვეულწილად უარი თქვეს, მაშინ როდესაც NATO თანამშრომლობა მშვიდობისათვიდს (PfP) პროგრამას ხელი მოაწერეს 1994 წელს და ევროკავშირს შეუერთდნენ 1995 წელს. ორივე შემთხვევაში ქვეყნებისთვის მოტივი, ალიანსის შესვლა იყო, რომელიც მათთვის უსაფრთხო ნავსაყუდელი იქნებოდა. 

  

 

კომენტარები