რუსეთი-ევროკავშირი

ევროკომისარი: თუ რუსეთმა პოლიტიკა არ შეცვალა, სამხრეთის ნაკადი არ აშენდება

გაზსადენ სამხრეთის ნაკადის პროექტის განხორციელებაში წინსვლა არ მოხდება, სანამ რუსეთი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ცნობით, ევროკავშირის კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა.

„ჩვენ განვაახლებთ მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი რუსი პარტნიორები კვლავ დაიცავენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მზად იქნებიან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ჩვენი ენერგეტიკული კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ეტინგერმა.

მისი თქმით, „უკრაინაში თითქმის სამოქალაქო ომის პირობებში, ასევე იმის გათვალისწინებთ, რომ მოსკოვი კიევის ხელისუფლებას არ აღიარებს, ჩვენი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს".

სამხრეთის ნაკადის გაზსადენის მშენებლობა, რომლის მეშვეობით რუსული გაზი შავი ზღვის გავლით რუსეთს უნდა მოეწოდოს, 2012 წლის დეკემბერში დაიწყო. მისი ამოქმედება 2015 წელს იგეგმებოდა.

კომენტარები