რუსეთი-ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთში ევროპული ფილმების ფესტივალს ჩაატარებს

ევროკავშირის ელჩი რუსეთში, როლანდ გალარაგი

ევროკავშირი რუსეთში ჩაატარებს ევროპული ფილმების ფესტივალს. ამის შესახებ რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, როლანდ გალარაგმა ისაუბრა.

აღნიშნული ფესტივალი რუსეთში 15  წელია ტარდებობოდა, თუმცა, 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად შეწყდა.

"ევროპული ფილმების ფესტივალი 15 წელია ტარდება. შარშან, გასაგები მიზეზების გამო მოგვიწია მისი შეჩერება, თუმცა, წელს მას გავაგრძელებთ". – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

გალარაგმა ასევე თქვა, რომ ფესტივალი 1-15 ნოემბერს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

"ფესტივალის 25 ოქტომბერს, ესპანური ფილმი "Ramona"-ს ჩვენებით გაიხსნება". – დაამატა მან.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რუსული და ევროპული კინოსტუდიების მიერ ერთობლივად გადაღებული 21 ფილმი.

კომენტარები