კრიზისი უკრაინაში

რასმუსენი: რუსეთის ქმედებებს აქვს გრძელვადიანი შედეგი ჩვენი უსაფრთხოებისთვის

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სლოვაკეთში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ გამოიყენეს საერთაშორისო ფასეულობებისა და ნორმების ენა, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი დაერღვიათ.

”ის, რასაც ვხედავთ უკრაინაში, არის ევროპული უსაფრთხოების საფუძვლების აშკარა დარღვევა. ეს არის საშიში მცდელობა, დრო უკან დაბრუნდეს, საზღვრის ხაზების დახატვა და წესების ხელახალი დაწერა. პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ გამოიყენეს საერთაშორისო ფასეულობებისა და ნორმების ენა, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი დაერღვიათ. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია იყენებს არაპატიოსან ნარატივს, რათა საზოგადოებრივ აზრზე მოახდინოს მანიპულირება. რუსეთს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჟენევის ვალდებულებების შესრულების კუთხით. პირიქით.

რუსეთის ქმედებების გაანალიზებით, მიზანი ნათელია. რუსეთი ცდილობს გავლენის ახალი სფეროს ჩამოყალიბებას. საერთაშორისო სამართლისა და ფუნდამენტური შეთანხმებების დარღვევით, რომელსაც ხელი თავად მოაწერა. ამას აქვს ღრმა, გრძელვადიანი შედეგები ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ეს მოითხოვს სერიოზულ, გრძელვადიან გადაწყვეტილებებს”, - აღნიშნა რასმუსენმა.

 

კომენტარები