NATO-საქართველოს ურთიერთობა

რასმუსენი: საუბარი ნაადრევია, როგორ უნდა აისახოს საქართველოს პროგრესი სამიტზე

NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს სლოვაკეთში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, ველოდოთ უელსის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ან რაიმე მნიშვნელოვან შეთავაზებას საქართველოსთვის?

რასმუსენმა კი უპასუხა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უელსის სამიტზე უნდა აისახოს, თუმცა, როგორ - ამაზე საუბარი ნაადრევია.

”საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გატარებით, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში წვლილის შეტანით. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა NATO-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი შესაბამისად უნდა აისახოს უელსის სამიტზე, მაგრამ როგორ - ვფიქრობ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია”, - აღნიშნა რასმუსენმა. 

კომენტარები