NATO-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: ის, რაც ჩემს კომენტარს მოჰყვა, იყო არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია

ზურაბ აბაშიძე
პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის შეფასებით, "ჩემი აზრით, სამოქალაქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას, რომლის ლუსტრაციაც გასულ კვირას მოხდა". აბაშიძე თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებებს გამოეხმაურა. კერძოდ, ალასანიამ თქვა, რომ "აბაშიძის განცხადებები არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ჩვენ NATO-სკენ არ მივდივართ".
 
"ის, რაც მე ვთქვი საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებ, პასუხი იყო ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ვფიქრობდი წინა დღით ლავროვის მიერ გაკეთებულ კომენტარზე. ამას რაც მოყვა, ეს იყო ნამდვილი არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია და დოღი. მე ვთქვი სამი რამ, რომ - საქართველო მიდის, მიისწრაფის NATO-სკენ და ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ დღეს და ხვალ გაწევრიანება ვერ მოხდება. ისიც ვთქვი, რომ ჩვენთან NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება, რაც სამხედრო ბაზას ნიშნავს, არ იგეგმება", - განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები