წინასაარჩევნო კამპანია

ენმ-მ ხობის გამგებლობის კანდიდატად მამუკა ჭოხონელიძე დაასახელა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად მამუკა ჭოხონელიძე დაასახელა. ღონისძიებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიორგი ბარამიძე, გიგი წერეთელი და ნუგზარ წიკლაური ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, ენმ დაიწყებს აღმშენებლობის პროცესს საქართველოში და კვლავ განახლდება ყველა ის პროექტი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეფერხდა. 

მამუკა ჭოხონელიძის განცხადებით, მისი პრიორიტეტი იქნება სოციალური და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება ხობის რაიონში.

კომენტარები