ფარული ჩანაწერები

უმრავლესობა ნიკა გვარამიას მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმატორის ვინაობა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკანონო მოსმენები, ფარული ჩანაწერები და ტელეკომპანია რუსთავი 2 იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მოუწოდებენ, საჯარო გახადოს იმ პირის ვინაობა, ვინც ჩანაწერები მიაწოდა. ნუკრი ქანთარიას თქმით, ამ პოზიციით გვარამია ცეცხლს ეთამაშება და თავად დაინახავს ჯოჯოხეთს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები ინფორმაციას, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას უსმენს, ტყუილს უწოდებენ. მათი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი იმიტომ არ მიდის პარლამენტში, რომ არ უპასუხოს შეკითხვებს. აღნიშნულ განცხადებას ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ უპასუხა.

დღესვე დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ოპერატიულ სამძებრო-საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა შავგულიძემ კანონში შემავალ ცვლილებებზე ისაუბრა. 

სხდომაზე დღეს გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნული მუხლის შესახებ იმსჯელებს.არასამთავრობოები კი კანონში პირდაპირი წვდომის მექანიზმის შესახებ მუხლის საჭიროებაზე საუბრობენ.

კომენტარები