უკანონო მოსმენები

დავით საგანელიძე: ყოფილმა მმართველმა ხელისუფლებამ წარსულში დაგვაბრუნა

fb/DavidSaganelidzeOfficial

საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით საგანელიძის განცხადებით, ყოფილმა მმართველმა ხელისუფლებამ საქართველო წარსულში დააბრუნა. ის  ასევე, როგორც ინტერპრესნიუსს განუცხადა, არ ისურვებდა იმ ხელისუფლების წევრობას, რომელიც მსგავს ჩანაწერებს გააკეთებდა. 

"ძალიან ვწუხვარ, რომ გარკვეულმა ძალებმა, ყოფილმა მმართველმა ხელისუფლებამ საქართველო გარკვეული დროით დააბრუნა იმ წარსულში, რაც ჩვენ გავიარეთ. ბოლო ორი წელი ეს არ გვახსოვდა, ახლა კი გაგვახსენეს. რაც შეეხება ჩემს ჩანაწერს, რა თქმა უნდა, ორიგინალია და იმ დროინდელი ჩანაწერია, როცა მე კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვიწექი. გადაწყდა ოპერაცია და მე ჩემი მეგობრების დახმარებით, რომლებიც მათი პარტნიორების კერძო თვითმფრინავით პირდაპირი რეისით მიდიოდნენ მეორე დღეს, გადავფრინდი ნიუ იორკის კლინიკაში და ამ საუბრიდან 3 დღის შემდეგ გამიკეთეს ოპერაცია. ამასაც კი იწერს, როგორც ჩანს ის ჯგუფი, რომელსაც არჩევნების წინ რაღაც ქულების დაგროვება უნდა. რა თქმა უნდა ამას რომ დღევანდელი ხელისუფლება იწერდეს, მე ამ ხელისუფლების წევრი არ ვიქნებოდი. ეს აპარატურა ხელმისაწვდომია იმათთვის, ვისაც უამრავი თანხა, ხალხის ფული აქვს გაზიდული და იმაში ხარჯავდნენ ფულს, რომ ერთმანეთი დაეშანტაჟებინათ", - განაცხადა საგანელიძემ. 

კომენტარები