უკანონო მოსმენები

ლევან იზორია: შესაძლებელია ჩვენც გვისმენენ

www.police.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ტექნიკა რომელიც თავის დროზე იქნა შეძენილი დაკარგულია და მას იყენებენ.  

"რაც შეეხება ზოგადად პორტატულ აპარატურას, როგორც გითხარით, არსებობდა საფუძვლიანი, ოპერატიული ინფორმაცია, კონკრეტული ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისგან, რომ ეს ტექნიკა თავის დროზე იქნა შეძენილი, მაგრამ დღეს იგი არსად აღირიცხება, არ არის ბალანსზე, შესაბამისად, დაკარგულია და არსებობს დიდი ალბათობა და ეჭვი, რომ ამ ტექნიკას ვიღაცა იყენებს. ანუ ამ ტექნიკით, შესაძლებელია, გვისმენენ ჩვენ და ერთსაც ვიტყვი, სახელმწიფოს არა აქვს მარტო მონოპოლია მოსმენებზე, ანუ აქ ლაპარაკია კანონიერ მოსმენებზე. მოსმენები შესაძლებელია ყველა სუბიექტის მიერ განხორციელდეს ამ შემთხვევაში, თუ აქვს ეს პორტატული აპარატურა", - განაცხადა იზორიამ "იმედის" ეთერში საუბრისას. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული და მას აუხსნიან რომ ეს უკანონობაა. 

 "ეს არის უკანონობა, ამიტომ ამაზე პროკურატურაც იტყვის თავის სათქმელს, ბუნებრივია. როგორც ვიცი, ნიკა გვარამია მოწმის სახით დაბარებულია პროკურატურაში და ამაზეც იქნება ინფორმირებული", - განაცხადა მან. 

 

კომენტარები