კრიზისი უკრაინაში

მარიუპოლში შეტაკების შედეგად 20-მდე ტერორისტი დაიღუპა, 4 კი დაკავებულია

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში დღეს დილიდან ბრძოლები განახლდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ინფორმაციით, ტერორისტების 60-კაციანი დაჯგუფება ქალაქის მილიციის სამმართველოს შენობას თავს დაესხა. შენობაში მყოფი მილიციელების დასახმარებლად ქალაქში მძიმე ტექნიკა შევიდა.

შეტაკების შედეგად 20-მდე ტერორისტი დაიღუპა, 4 კი დაკავებულია. ავაკოვის ცნობით, დაღუპულია ასევე ერთი სამართალდამცველი, არის მსხვერპლი სამხედროებს შორისაც.

დეპუტატ ოლეგ ლაშკოს ინფორმაციით, ბრძოლაში დაიღუპა დნეტროპეტროვსკის ბრიგადის მეთაური და ქალაქის მილიციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობა მთლიანად დაიწვა.


კომენტარები