ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

კალაძე: დავამტკიცებთ, ჩვენ ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნველი ერთადერთი ძალა ვართ

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნება დაამტკიცებს, რომ ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნველი ერთადერთი ძალაა. ამის შესახებ მან პარტიის მიერ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

"ქართული ოცნება მოუვლის და დაუბრუნებს ძველებურ ხიბლს თბილისს. უნდა ვაჩვენოთ მთელ საქართველოს, რომ ქართულ ოცნებას ენდობა ხალხი, ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ფეხზე დავაყენებთ თბილისს. თქვენ ხართ მშრომელი ხალხი და თბილისის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებთ დავით ნარმანიასთან ერთად. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ქართული ოცნება ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნველი ერთადერთი ძალაა. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ თბილისზე და საქართველოზე", - თქვა კალაძემ.

კომენტარები