უკანონო მოსმენები

ჭიკაიძე: ალბათ, რუსთავი 2-ზე მალე ნათელი გახდება ყველაფერი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, თუ ვინმემ რუსთავი 2-ის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკანონობა ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება. 

ჭიკაიძის თქმით, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, ”ალბათ, მალე ნათელი გახდება ყველაფერი.”

"ალბათ, მალე გახდება ნათელი ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, დაველოდოთ შედეგებს და ჭეშმარიტებას, ალბათ, რაც შეიძლება მალე ნათელი იქნება ყველაფერი", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ 6 მაისს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს-ს ინფორმატორი დაასახელა.

ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები