უკანონო მოსმენები

რუსთავი 2-ის ადვოკატი: გამომძიებლებმა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები აღმოაჩინეს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატის ინფორმაციით, ტელეკომპანიის დათვალიერებისას გამომძიებლებმა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები აღმოაჩინეს. ოთარ კახიძის თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფარული მიყურადება მართლაც ხდებოდა არხის გენერალური დირექტორის და მისი პირველი მოადგილის ოთახებში.

პროკურატურის თანამშრომლებმა ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტების შემოწმება გვიან ღამით დაასრულეს. ისინი რუსთავი 2-ის ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს დღესაც განაახლებენ.

პროკურატურამ ტელეკომპანიის შენობის შემოწმება არხის ოფიციალური განცხადების შემდეგ დაიწყო. საქმეზე გამოძიება 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები