უკანონო მოსმენები

ნანუაშვილი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის ფარული ჩაწერის საქმით დაინტერესდება

news.ge

სახალხო დამცველი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის ფარული ჩაწერის საქმით დაინტერესდება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, "ნებისმიერი ფარული მიყურადება არის უკანონო, მაგრამ როცა საუბარია მედიასაშუალების საქმიანობაზე, ეს განსაკუთრებით სენსიტიურია".

"ჩვენ დავინტერესდებით ამ საკითხით, რომ გვქონდეს დეტალური ინფორმაცია ამ საკითხის გამოძიებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ომბუდსმენმა და დასძინა, რომ აუცილებელია, დაუყოვნებლივ ეფექტიანი გამოძიების დაწყება და ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც შესაძლოა წარმოიშვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

კომენტარები