ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ნაციონალური მოძრაობა შოთა მალაშხიასთან საარჩევნო ბლოკს ქმნის

primetimenews.ge

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ, რომელსაც შოთა მალაშხია ხელმძღვანელობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბლოკის შექმნის თაობაზე განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს. საარჩევნო ბლოკს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერქმევა.

ქრისტიან-კონსერვატიული პარტია 1990-იანი წლების ბოლოდან არსებობს. შოთა მალაშხია დაარსებიდან მისი თავმჯდომარეა. "რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტეთ ბლოკის შექმნა, ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო. კანონით ყველა პარტიას აქვს უფლება, ბლოკში გაერთიანდეს და ჩვენც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პარტიების ბლოკებად რეგისტრაციის პროცედურები 9 მაისისთვის დასრულდება. ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტირებულია 2 საარჩევნო ბლოკი: ქართული ოცნება და არასაპარლამენტო ოპოზიცია. კომისიაში ბლოკად დარეგისტრირების შესახებ განაცხადი სამართლიანი საქართველოსთვის და ევროპელ დემოკრატებს აქვთ შეტანილი.

კომენტარები