თუ დასავლეთი რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკას გააგრძელებს, მოსკოვი იძულებული იქნება საპასუხო ზომები მიიღოს, მათ შორის, რუსეთში მომუშავე დასავლური კომპანიების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ასეთ ზომებს მას მთავრობა სთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით მათი განხორციელებისგან თავს შეიკავებს. "მაგრამ, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დავფიქრდეთ, ვინ მუშაობს რუსეთში, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ამის აუცილებლობა არ დადგება.
კიევის მაიდანზე წუხელ ღამით შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფი ჩირაღდნებით ხელში მაიდანზე მსვლელობის მოწყობას შეეცადა.
ქალაქი ლუგანსკი მთლიანად სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ გადავიდა. ძალადობა სეპარატისტთა მხრიდან დაგმო ამერიკის ელჩმა უკრაინაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით NATO-ს ქვეყნებს თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.




