ბაჩო ახალაიას საქმე

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ახალაიას პროკურატურა წამების ორგანიზებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. 

ახალაიას გარდა, საქმეზე ბრალდებულები იყვნენ შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი მამუკა აბაშიძე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, შსს–ს პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ვეკუა, თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი და რობერტ სუთიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 ოქტომბერს ყველა მათგანი გაამართლა.

კომენტარები