NATO-რუსეთის ურთიერთობა

ლავროვი NATO-ს: დროა, დავუბრუნდეთ ერთობლივ სერიოზულ მუშაობას

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი დაძაბულობა და დაუბრუნდეს სერიოზულ ერთობლივ მუშაობას.

"თანამედროვე სამყარო საბავშვო ბაღი არ არის, სადაც არიან აღმზრდელები, რომლებიც სასჯელებს საკუთარი ხედვებით აწესებენ. განცხადებები, რომლებიც ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გაჟღერდა, ვითარების დეესკალაციის მოთხოვნებს არ შეესაბამება. დეესკალაციის დაწყება აუცილებელია რიტორიკით. დროა, შეწყდეს დაუსაბუთებელი დაძაბულობა და დავუბრუნდეთ ერთობლივ სერიოზულ მუშაობას", – აღნიშნავს ლავროვი.

ცნობისთვის, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან პრაქტიკულ და სამხედრო თანამშრომლობას წყვეტენ.

კომენტარები