NATO-რუსეთის ურთიერთობა

NATO-ს შტაბბინაში შესვლაზე 8 აპრილიდან რუსეთის მისიას შეზღუდვები დაუწესდება

NATO-ს შტაბბინაში შესვლასთან დაკავშირებით 8 აპრილიდან რუსეთის მისიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვები დაწესდება. გარდა NATO-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, მისი მოადგილისა და კიდევ ორი პირისა, რომელიც მისიაში მუშაობს, რუსეთის მისიიდან შტაბბინაში ვერავინ შევა, რაც დაკავშირებულია გადაწყვეტილებასთან რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ.

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან პრაქტიკულ და სამხედრო თანამშრომლობას აჩერებენ, რაც უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.

NATO-ს კომუნიკეს თანახმად, მისიის სხვა წარმომადგენლებისთვის შტაბბინაში შესასვლელად იმოქმედებს ის წესები, რომლებიც მოქმედებს ჩვეულებრივი ვიზიტორებისთვის.

რუსეთის მისიის სხვა წარმომადგენლებმა წინასწარ უნდა განაცხადონ საკუთარი ვიზიტის შესახებ შტაბბინაში, დარეგისტრირდნენ და შენობაში თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდნენ.

კომენტარები