NATO-საქართველოს კომისიის სხდომა

ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრით გაიხსნება NATO-ს მინისტერიალის მეორე დღე. მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს. მაია ფანჯიკიძე რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და საქართველოს მიერ NATO-ში ინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებზე ისაუბრებს.

საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრი დღეს პირისპირ შეხვდება ალიანსის გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს. ქართული დელეგაცია ISAF-ის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას. 

"მე ჩემს გამოსვლაში გავამახვილებ ყურადღებას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. იმ პროგრესზე, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ გასული წელიწად-ნახევრის მანძილზე. ლაპარაკი იქნება იმაზეც, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მალე მოეწერება ხელი, რაც ასევე ნიშანია საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების. ასევე იქნება საუბარი ჩვენს წვლილზე გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, არა მხოლოდ NATO-ს, არამედ ევროკავშირის კუთხითაც", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები