ხუდონჰესი

მირცხულავა: ხუდონჰესის მშენებლობა სავარაუდოდ წელს, მესამე კვარტალში დაიწყება

ხუდონჰესის მშენებლობა სავარაუდოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება. ამის შესახებ ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის ტრანსელექტრიკა ჯორჯიას ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა აცხადებს. მისი განმარტებით, აზომვითი სამუშაოების დასრულების და მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ, სამუშაოები დაიწყება.

”ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მოლაპარაკებას, იმიტომ, რომ ყველა ოპონენტთან, ადგილობრივებს ვგულისხმობ, კონსენსუსამდე მივიდეთ. ჩვენ გვინდა, რომ მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე დიდი ენერგოობიექტის მშენებლობა დაიწყოს”, - განაცხადა მირცხულავამ.

ცნობისთვის, ხუდონჰესის მშენებლობას სოფელ ხაიშის მოსახლეობა და გარემოს დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ. პროექტის საჯარო განხილვა ხაიშშიც და თბილისშიც აქციის ფონზე გაიმართა. 

კომენტარები