სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

უსუფაშვილი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მკაფიო და დახვეწილია

David Usupashvili Official

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიო და დახვეწილია - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გააკეთა.

"დეპარტამენტის განცხადება არის ძალიან მკაფიო, ძალიან დახვეწილი და ისეთი, როგორსაც უნდა ველოდეთ ჩვენი კეთილისმყოფელი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ძალიან ბევრი რამაა სასწორზე, იყავით კიდევ უფრო ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება პროკურორს, დაკითხვას და ა.შ. ამიტომ, მე მგონია, რომ როდესაც პროკურატურას უჩნდება კითხვა ვინმეს მიმართ, ის უნდა დასვას. ამასთან, როდესაც პროკურატურის მიმართ უჩნდება ვინმეს კითხვა - რატომ, როდის, რისთვის, პროკურატურამაც უნდა ახსნას, რატომ ახლა, ამ თემაზე და ა.შ. მე მგონი, ამ შემთხვევაში, თუ პროკურორის მიერ დასმულ კითხვაზეც პასუხს ყველა სწორად გასცემს და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასმულ საკითხებზეც სწორ პასუხებს გავცემთ, ყველაფერი კარგად დასრულდება." - ამბობს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების გამო შეშფოთება გამოთქვა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე მთავარ პროკურატურაში 27 მარტს არის დაბარებული. გამოძებას მასთან კითხვები 10 სხვადასხვა საქმეზე აქვს.

კომენტარები