სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

კანდელაკი: დროა, ხელისუფლებამ ენმ მიიღოს, როგორც ლეგიტიმური ოპოზიცია

timer.ge

”ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიის გაგრძელება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა, საქართველოს  ნატოში გაწევრიანებას ზიანს მოუტანს და წყალს  პუტინის წისქვილზე დაასხამს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს. დეპუტატი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია.

კანდელაკის თქმით, ხელისუფლების მტკიცება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიასთან დაკავშირებით დასავლეთში კითხვები აღარ არსებობს, ტყუილი აღმოჩნდა.

”ეს განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დროა, ხელისუფლებამ  წარსულთან ბრძოლას თავი დაანებოს, დროა ხელისუფლებამ მიიღოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც ლეგიტიმური პროდასავლური ოპოზიცია, მიხედოს საქმეს, საკუთარი დაპირებების შესრულებას”,-განაცხადა კანდელაკმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა.ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები