NATO-რუსეთის ურთიერთობა

რასმუსენი: უკვე გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ NATO რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის პროცესშია. 

"ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის პროცესში ვართ. უკვე გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა, და როდესაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან 1-2 აპრილს, ისინი გადახედავენ ყველა სახის ურთიერთობას რუსეთთან", - თქვა რასმუსენმა.

რასმუსენის თქმით, NATO რუსეთთან ერთად გეგმავდა ერთობლივ ოპერაციას ამერიკული ხომალდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლის ბორტზეც სირიის ქიმიური იარაღი განადგურდება.

"ჩვენ დავიცავთ ამ ხომალდს, მაგრამ რუსეთი ამ ოპერაციაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტის ერთი მაგალითი იქნება", - თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები