ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის თქმით, აბსურდული განცხადებაა ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო. აღნიშნული მან ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
"ვლადიმერ პუტინი 2 ქვეყანაში შეიჭრა, იმ 2 ქვეყანაში, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოები არიან და ამით მან დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც დაარღვია და ეხლაც ირღვევა ვლადიმერ პუტინის მიერ. რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და ქართველმა ხალხმა უპასუხა ამ თავდასხმას, მისი სამხედროებისა და ლიდერების მეთაურობით, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით. ეს იყო პასუხი თავდახმებზე, მათ უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ზოგი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო, მე ვერ ვუწოდებ შედომას საკუთარი ქვეყნის დაცვას და პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ საკუთარი ქვეყანა დაიცვა. ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი აბსურდული განცხადებაა, თუმცა ტიპიური პუტინისთვის. ეს იყო თავდასხმაზე პასუხი, რაც ყველა პოლიტიკური ლიდერის ვალდებულებაა. ყველა პასუხისმგელობიანი მთავრობა ასე მოიქცოდა. როდესა რუსული ტანკები შენს ქვეყანაში მოძრაობენ სხვა არჩევანი არ არსებობდა. თუ ხელისუფლება დაელოდებოდა ევროპელების მხარდაჭერას მეეჭვება, რომ ზალიან დიდი ხნის განმავლობასი მოუწვდათ ცდა, რისი დრო არ არსებობდა. ამიტომაც ეს არცევანი უალტერნატივო იყო," - განაცხადა მაკკეინმა.





